დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მღებრიშვილი - ჩემი მთავარი მოტივაცია პრემიერის ნდობის გამართლება იქნება
ავტორი:
2014/ივლისი/22 19:30:02
სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი მღებრიშვილის მთავარი მოტივაცია პრემიერის ნდობის გამართლება იქნება. ამის შესახებ მღებრიშვილმა დღეს მინისტრობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა. ურთულესი სამინისტროა, ვაცნობიერებ რა ამას, ჩემი მთავარი მოტივაცია პრემიერის ნდობის გამართლება იქნება, - აღნიშნა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და ასევე იმას, მოსალოდნელია თუ არა სამინისტროში საკადრო ცვლილებები, გიორგი მღებრიშვილი ამაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს, ვინაიდან ის ჯერ პარლამენტს მინისტრის პოსტზე არ დაუმტკიცებია. სასჯელაღსრულების მინისტრობის უკანდიდატი აცხადებს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში უწყება იქნება გამჭვირვალე.
"არაფერი შეიზღუდება ჩემი მინისტრობის პერიოდში. მე მომხრე ვარ სამინისტროში ყველა პროცესი გამჭვირვალე იყოს. ჩემი გამინისტრების შემთხვევაში, ის რეფორმები, რასაც სოზარ სუბარი ატარებდა, გაგრძელდება და მათ მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია