დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტმა საკუთარი თანამშრომლები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/13 18:00:02
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თანამშრომლები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ადმინისტრაციის თანამშრომლები პრეზიდენტმა გუშინ სხვადასხვა სახის ორდენით დააჯილდოვა, მათ შორის ზოგიერთმა თანამშრომელმა ბრწინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიიღო.
ბარნოვი დაჯილდოებული თანამშრომლების რაოდენობას ვერ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ორდენი ყველას არ გადასცემია. მისი განმარტებით, ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სხვადასხვა სახის ორდენები დამსახურების მიხედვით გაიცა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1262
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია