დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ გიორგაძე - ერთმნიშვნელოვნად პრობლემაა ის, რომ ქართული შრიფტი დღეს არ არის გამოყენებული გარე სარეკლამო საშუალებებზე ან აბრებზე
ავტორი:
2018/მარტი/08 22:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/giorgadzemixeil.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482069-mikheil-giorgadze-erthmnishvnelovnad-problemaa-is-rom-qarthuli-shrifti-dghes-ar-aris-gamoyenebuli-gare-sareklamo-sashualebebze-an-abrebze.html", "headline": " მიხეილ გიორგაძე - ერთმნიშვნელოვნად პრობლემაა ის, რომ ქართული შრიფტი დღეს არ არის გამოყენებული გარე ...", "datePublished": "2018-03-08 17:56:34", "dateModified": "2018-03-08 17:56:34", "description": "ის, რომ ქართული შრიფტი დღეს არ არის გამოყენებული გარე სარეკლამო საშუალებებზე ან აბრებზე, ეს ერთმნიშვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/giorgadzemixeil.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ის, რომ ქართული შრიფტი დღეს არ არის გამოყენებული გარე სარეკლამო საშუალებებზე ან აბრებზე, ეს ერთმნიშვნელოვნად პრობლემაა, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას თბილისის მერის, კახა კალაძის იმ ინიციატივის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც, ქართული ანბანის გამოუყენებლობისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება.

„ვფიქრობ, ის, რომ ქართული შრიფტი არ არის გამოყენებული დღეს გარე სარეკლამო საშუალებებზე ან აბრებზე, ეს ერთმნიშვნელოვნად პრობლემა და პირდაპირ კანონის დარღვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული საჯარიმო სანქციების გამკაცრება ადამიანებს დააფიქრებს და კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს, რომ ეს კანონი აღასრულონ და დაიცვან. ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება. მე ამას განვიხილავ, როგორც წამახალისებელ ღონისძიებას, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტში გადაიგზავნება კანონპროექტი, რომელიც ქართული ანბანის გამოუყენებლობაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, კონკრეტულ ადგილებზე ქართული ანბანის გამოუყენებლობისთვის ფიზიკურ პირი ჯარიმდება 200 ლარით და იურიდიული პირი - 300 ლარით. ცვლილებების შედეგად, ჯარიმები გაიზრდება და ფიზიკური პირი 1000 ლარით და იურიდიული პირი - 3000 ლარით დაჯარიმდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია