დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ სახალხო დამცველს არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს
ავტორი:
2017/ნოემბერი/23 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/chugoshvilii.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464563-thamar-chugoshvili-parlamentis-mkhridan-stsori-gadatsyvetileba-iqneba-thu-sakhalkho-damcvels-arasamthavrobo-seqtoris-mier-shemothavazebuli-kandidatebidan-airchevs.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ სახალხო დამცველს არასამთავრობო...", "datePublished": "2017-11-23 11:41:02", "dateModified": "2017-11-23 11:41:02", "description": "პარლამენტის მხრიდან ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/chugoshvilii.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის მხრიდან ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებას გაითვალისწინებს და სახალხო დამცველს მათ მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

“სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასახელებული კანდიდატები საკმაოდ ღირსეული კანდიდატები არიან. მათ თავიანთი საქმიანობის განმავლობაში დამტკიცებული აქვთ ადამიანის უფლებების მიმართ ერთგულება. არასამთავრობო სექტორმა პოზიტიური პროცესი გაიარა, როდესაც ოთხ კანდიდატზე ჩამოყალიბდა. იმედი მაქვს, უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთზე შეჯერდება. მე გამოკვეთილი ფავორიტი კანდიდატი არ მყავს. მთავარია, რომ სამოქალაქო სექტორისთვის მისაღები პირებიდან მოხდეს ერთ-ერთის დასახელება“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

აქვე ჩუგოშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს და გამორიცხული არ არის, დისკუსია სხვა მიმართულებით წარიმართოს.

არასამთავრობო სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს.

სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის საკითხზე უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას გიორგი კვირიკაშვილიც მიიღებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია