დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკა მელია - რა საჭიროა სახელმწიფო, თუ შუაგულ თბილისში ასეთი რამ ხდება
ავტორი:
2014/მაისი/27 22:30:02
რა საჭიროა სახელმწიფო და რაში გვჭირდება არჩევნები, თუ შუაგულ თბილისში ასეთი რამ ხდება?!, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში", დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე განხორციელებულ თავდასხმას.
"როდესაც შენ გინდა დედაქალაქის მერობა, შენ არ გაქვს იმის უფლება, მკვეთრად ასოცირდებოდე მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან. მთავარია, დედაქალაქის მერი ტოვებდეს განცდას, რომ ის ყველას მერია. ძალიან მიკვირს ხოლმე, რომ ზიგიერთი ჩემი კონკურენტი მერობის კანდიდატისგან ამგვარ რიტორიკას ვისმენ _ ამას სიკვდილი, იმას _ ჩამოხრჩობა. თუ ამის კეთება გინდა, ამისათვის დედაქალაქის მერობა არ არის საჭირო. ძალიან სამწუხაროა ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ თბილისში. ეს ის არის, რითაც ყველა დაიღალა. მე 34 წლის ვარ და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ მოვლენებს ვაკვირდები 90-იანი წლებიდან მომდინარე და მახსოვს კარგად, რომ 50% მოსახლეობისა გაეკიდა მეორე 50%-ს ავტომატით ხელში და ძალიან ბევრს ეგონა დიდხანს, რომ ეს სწორი იყო, მაგრამ დრომ ხომ აჩვენა, რომ ეს არის უდიდესი შეცდომა. ჩვენ ვართ ძალიან ცოტანი, გვაქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული საქმეზე. მაშინ რა საჭიროა სახელმწიფო და რაში გვჭირდება არჩევნები, თუ შუაგულ თბილისში ასეთი რამ ხდება. გვითხრას დღევანდელმა ხელისუფლებამ, ორად, სამად გავიყოთ და ვინც მოერევით ის იყოს გამარჯვებული", - განაცხადა მელიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია