დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ტყემალაძე უმცირესობას - იკითხეთ, ვინ და რატომ დაანგრია პარლამენტის შენობა
ავტორი:
2014/სექტემბერი/18 17:00:03
დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე უმცირესობას მიმართავს განმარტონ, რატომ დაანგრიეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის შიდა ნაწილი.
"ბრძანებთ, რომ 23 მილიონი ლარი უკანონოდ დაიხარჯა შენობის აღდგენისათვის. რატონ დაიხარჯა უკანონოდ? შენობა პარლამენტის ბალანსზეა და არ უნდა განადგურდეს. მოდი, იკითხეთ, ვინ დაანგრია და რატომ დაანგრია პარლამენტის შენობა? რატომ მოხდა მთელი ინვენტარის განადურება? შემიძლია განახოთ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ბრძანებები. მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში მარცხი განიცადეთ და ძალაუფლება დაკარგეთ, 1 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე გამოცემულია ბრძანებები, ქონების სხვადასხვა პირებისთვის გადაცემის შესახებ. რა უფლება ჰქონდა უფლებაშეზღუდულ პიროვნებას?" - განაცხადა უმცირესობის მისამართით ზურაბ ტყემალაძემ.
პარლამენტი იხილავს დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის 2014 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 155.6 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტისკენ მიემართება. აღნიშნული თანხით ეკონომიკის სამინისტრო თბილისში მდებარე პარლამენტის ავტოპარკინგისთვის, ავტოსადგომის ფართს შეიძენს. საუბარია პარლამენტის გვერდით ახლად აშენებული კორპუსის ფარეხის ნაწილის შესყიდვაზე.
ეს საკითხი დღევანდელ სესიაზე ცხარე დებატების საგანი გახდა. თბილისში პარლამენტისთვის ავტოფარეხის შეძენის გადაწყვეტილება მიუღებელია საპარლამენტო უმცირესობისათვის.












წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია