დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო და ევროკავშირი მეცნიერებისა და ინოვაციის საკითხებში თანამშრომლობას გააძლიერებენ
ავტორი:
2018/მარტი/08 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvela.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482004-saqarthvelo-da-evrokavshiri-mecnierebisa-da-inovaciis-sakithkhebshi-thanamshromlobas-gaadzliereben.html", "headline": "საქართველო და ევროკავშირი მეცნიერებისა და ინოვაციის საკითხებში თანამშრომლობას გააძლიერებენ", "datePublished": "2018-03-08 09:58:51", "dateModified": "2018-03-08 09:58:51", "description": "საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროკომისარს კვლევების, მეცნიერების და ინოვაციების ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvela.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროკომისარს კვლევების, მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში კარლოს მოედაშს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ძალიან პოზიტიურ და აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასა და კომისიას შორის განსაკუთრებით კვლევებისა და ინოვაციების სფეროში და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარი თბილისში ვიზიტით მოიწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ დინამიკურ პროგრესს, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებობს; ასევე იმ შედეგებს, რომლის მიღებაც ქვეყანამ შეძლო ასოცირების შეთანხმების გაფორმების, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ. აღინიშნა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ინტერესია, ქვეყანამ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა ევროკავშირის სტანდარტებთან, ნორმებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში იყოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კულტურა, მეცნიერება და ინოვაციები.

ხაზი გაესვა იმას, რომ მეცნიერება და ინოვაციები საქართველოს საშინაო დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 810
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია