დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ხვალ გაიხსნება
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 20:30:03
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ხვალ საქართველოს მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენაში მონაწილეობას ასზე მეტი ხელოვანი მიიღებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც მოქმედი ცნობილი მხატვრების, ასევე მხატვართა კავშირის გარდაცვლილი წევრების 200-ზე მეტი გრაფიკული, ფერწერული და სკულპტურული ნამუშევარი.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. გამოფენა 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს მხატვართა კავშირი 1933 წელს ცნობილი მხატვრის, დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით დაფუძნდა. მას შემდეგ შეიქმნა კავშირები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რომლებიც 1700-ზე მეტ მხატვარს და ხელოვნებათმცოდნეს აერთიანებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია