დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ლევან იზორიამ ბოლო ორი წლის სამუშაოების სტატისტიკა წარადგინა
ავტორი:
2014/მაისი/15 12:00:02
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე შსს-ს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ სამინისტროს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგების სტატისტიკა წარადგინა.
იზორიას განმარტებით, სამინისტრომ პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ცვლილებების განახორციელება შეძლო.
"სამინისტრო პარლამენტის წინაშე 14 ინიციატივით წარდგა, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. შევიდა ცვლილებები "პოლიციის შესახებ" კანონში, სადაც დეტალურად განისაზღვრა პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები. განხორციელდა ცვლილებები "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომლის მიხედვითაც, მართვის უფლების ჩამორთმევის ერთწლიანი ვადა 6 თვით მართვის უფლების შეჩერებით შემცირდა. აღნიშნული ცვლილების ამოქმედებიდან მართვის უფლება აღიდგინა დაახლოებით 18000 მოქალაქემ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 15 მაისიდან ძალაში შევა ახალი ფსიქოტროპიული ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის სახელმწიფო კომისიის დებულება, რომლის განხორციელება ,,ახალი ფსიქოტროპიული ნივთიერების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით გახდა შესაძლებელი", - განაცხადა იზორიამ კომიტეტის სხდომაზე
შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტროს ინიციატივით მომავალში გაიმართება ფართომასშტაბიანი ანტინარკოტიკული კამპანია "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია