დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს აქცია - „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართება
ავტორი:
2018/მარტი/04 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/tatunashvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481296-archil-tatunashvilis-mimarth-solidarobisa-da-okupaciis-tsinaaghmdeg-dghes-aqcia-mshvidoba-omze-metia-gaimartheba.html", "headline": "არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს აქცია - „მშვიდობა ომზე მეტია“ გა...", "datePublished": "2018-03-04 06:48:36", "dateModified": "2018-03-04 06:48:36", "description": "ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ დღე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/tatunashvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს, 18:30 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აქცია - „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრსნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, აქციის საორგანიზაციო ჯგუფი 12:00 საათზე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
„12:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტში“ „მშვიდობა ომზე მეტია“ აქციის საორგანიზაციო ჯგუფის საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ აქციას უერთდება საქართველოს 12 ქალაქი და პარალელური აქციების ჩატარების კონკრეტული ლოკაციები გაჟღერდება. ორგანიზატორები აქციის მთავარ მიზნებსა და კერძო სექტორის მხრიდან გამოცხადებულ სოლიდარობის უფრო მეტად გაზრდილ ტალღაზე ისაუბრებენ.

პრესკონფერენციისთვის სივრცე „ქორთიარდ მარიოტმა“ აქციისადმი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით დაგვითმო. ასევე, აქციას შემოუერთდა 100-ზე მეტი კერძო კომპანია და სოლიდარობა გამოუცხადა „ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭომ“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება“, - აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში ე.წ.სასამართლო სამედიცინო ექსპერტი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია