დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამაზ მეჭიაური - მივესალმებოდი, რომ ივანიშვილი ყოფილიყო მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და პრეზიდენტის უფლება ყოფილიყო უფრო წონადი
ავტორი:
2018/აპრილი/26 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/mechiauri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490086-thamaz-metciauri-mivesalmebodi-rom-ivanishvili-yofiliyo-mmarthveli-partiis-saprezidento-kandidati-da-prezidentis-ufleba-yofiliyo-ufro-tsonadi.html", "headline": "თამაზ მეჭიაური - მივესალმებოდი, რომ ივანიშვილი ყოფილიყო მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და ...", "datePublished": "2018-04-26 17:11:44", "dateModified": "2018-04-26 17:11:44", "description": "მივესალმებოდი, რომ ივანიშვილი ყოფილიყო მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და პრეზიდენტის უფლებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/mechiauri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მივესალმებოდი, რომ ივანიშვილი ყოფილიყო მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და პრეზიდენტის უფლება ყოფილიყო უფრო წონადი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა და თიანეთის ამჟამინდელმა მერმა, თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ მმართველი ძალა პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, მსგავსი ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში არ გაუჭირდება, მით უმეტეს, რომ საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება.

“მივესალმებოდი, რომ ივანიშვილი იყოს მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და პრეზიდენტის უფლება ყოფილიყო უფრო წონადი. შესაძლოა იმდენი არა, რაც სააკაშვილის დროს იყო, მაგრამ უფრო მეტი ფუნქციის მატარებელი. ამის გაკეთება მმართველ პარტიას არ გაუჭირდება, რადგან მიუხედავად ამ დაპირისპირებისა, არის ისეთი რეალობა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო საკითხზე, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტაკაში დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. აღნიშნულის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ამჟამინდელმა ლიდერმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. მოქმედი პრემიერი იმედოვნებს, რომ დელეგატები ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას, პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩევენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 534
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია