დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლია მუხაშავრია - ისეთი მოსამართლეების უვადოდ განმწესება, რომლებთანაც საზოგადოებას კითხვები აქვს, თეა წულუკიანის რეფორმების "დამსახურებაა"
ავტორი:
2018/თებერვალი/26 11:00:02
../photo/2015_02/0-1MAISI-2015/muxashavria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480167-lia-mukhashavria-isethi-mosamarthleebis-uvadod-ganmtseseba-romlebthanac-sazogadoebas-kithkhvebi-aqvs-thea-tsulukianis-reformebis-qdamsakhurebaaq.html", "headline": "ლია მუხაშავრია - ისეთი მოსამართლეების უვადოდ განმწესება, რომლებთანაც საზოგადოებას კითხვები აქვს, თეა...", "datePublished": "2018-02-26 06:50:47", "dateModified": "2018-02-26 06:50:47", "description": "ახლა "ქართულმა ოცნებამ" კარგად დაუგდოს ყური სულხან მოლაშვილის ატირებულ მოხუც მამას, რომლის შვილსაც ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1MAISI-2015/muxashavria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ახლა "ქართულმა ოცნებამ" კარგად დაუგდოს ყური სულხან მოლაშვილის ატირებულ მოხუც მამას, რომლის შვილსაც სასიკვდილო განაჩენი უვადო მოსამართლედ არჩეულმა მანუჩარ კაპანაძემ გამოუტანა, - ამის შესახებ უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. უფლებადამცველის შეფასებით, უვადოდ ისეთი მოსამართლეების განმწესება, რომლებთანაც საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს, ხელისუფლების შეცდომების შედეგი და თეა წულუკიანის რეფორმების "დამსახურებაა". მუხაშავრიას აზრით „ქართულმა ოცნებამ“ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2012 წელს უმძიმეს დანაშაულში მონაწილე მოსამართლეებს პასუხი არ მოსთხოვა ადამიანების გაუბედურებასა და მკვლელობაში უშუალო მონაწილეობისთვის.

„ახლა "ქართულმა ოცნებამ" კარგად დაუგდოს ყური სულხან მოლაშვილის ატირებულ მოხუც მამას, რომლის შვილსაც სასიკვდილო განაჩენი სწორედ მანუჩარ კაპანაძემ, ახლა უკვე უვადო მოსამართლედ არჩეულმა გამოუტანა. სწორედ ეს ადამიანები არ ახდენდნენ პროკურატურის, სასამართლოსა და პოლიციელების დანაშაულის ლეგალიზებას? ეს ადამიანები არ "აპრავებდნენ" რეჟიმს?! ახლა რას ვაკეთებთ, იმავე მოსამართლეებთან მივიდეთ სიმართლის დასადგენად? ხელისუფლება აღმოჩნდა კრიმინალი მოსამართლეების შანტაჟის მსხვერპლი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ის ეკისრება როგორც თეა წულუკიანს, ისე საკანონმდებლო გუნდს, რომლებმაც დროულად არ მიიღეს ზომები ამ მარაზმის დასასრულებლად. რომელ სამართალზე უნდა გვესაუბრონ ან იუსტიციის მინისტრი, ან პარლამენტის წევრები, თუ მთლიანად მთავრობა, როდესაც მიუკერძოებელ და კვალიფიციურ მოსამართლეებს კონკურსში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე იწუნებენ და პრივილეგირებული ჰყავთ სულხან მოლაშვილის, ან სერგო თეთრაძის საქმეების მოსამართლეები?! კონკრეტული მოხელეების უპასუხისმგებლობის გამო სასამართლო სისტემაში მიღებული შედეგი წინ აუცილებლად მძიმედ დახვდება ხელისუფლებას“, - განაცხადა მუხაშავრიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 506
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია