დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - როგორც კი დაიწყო პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება, მაშინვე მოხდა ეკონომიკის გაჯანსაღება
ავტორი:
2013/დეკემბერი/27 23:30:03
ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში იყო პოლიტიკურად არასტაბილური ვითარება, რაც ბუნებრივია, პირდაპირ აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე, მის განვითარებაზე, ინვესტიციებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ამას დაემატა ისიც, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ ახალი მთავრობის დისკრედიტაციას ეწეოდა.
"მართლაც ძალიან რთული წელი იყო, ურთულესი კოჰაბიტაციური პროცესი გავიარეთ. ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც ამბობდა, რომ იყო ნომერ პირველი ოპოზიციონერი, მოგზაურობდა მსოფლიოში და ახდენდა ჩვენი მთავრობის დისკრედიტაციას. მას შემდეგ, რაც სააკაშვილს შევუზღუდეთ უფლებამოსილება და მთავრობის დათხოვნის ბერკეტი ჩამოერთვა, შედარებით სტაბილური ვითარება მივიღეთ. ვერც ერთი მთავრობა ვერ დაარწმუნებს ინვესტორს, რომ განახორციელოს ინვესტიციები იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც ამბობს, რომ ხელისუფლება არის საშინელი, დესტრუქციული ძალა, რომელსაც სურს ქვეყნის განადგურება. ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც ვიხილეთ, გარვეული ეკონომიკური დაღმასვლა, მაგრამ საგანგაშო არაფერი ხდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკაში უკვე გამოცოცხლება შეინიშნება.
"მესამე კვარტალში ჩვენ გვაქვს ეკონომიკის სერიოზული გამოცოცხლება, გაჯანსაღება. მომავალი წლის პროგნოზი 5 %-იან ზრდაზეა გათვლილი, რაც რეალური პროგნოზია და ამას საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციებიც ადასტურებენ. მესამე კვარტალში იგივე კერძო სექტორში კომპანიების საერთო ბრუნვა გაიზარდა, თუ არ ვცდები, 24 %-ით და მათმა საერთო სავაჭრო ბრუნვამ 30 მილიარდი ლარი შეადგინა - აქ ჩანს რეალური გამოცოცხლება. როგორც კი დაიწყო პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება, მაშინვე მოხდა ეკონომიკის გაჯანსაღება. საგარეო ვაჭრობის კუთხითაც - 4 %-იანი მატება გვაქს მესამე კვარტალში. ექსპორტი 20 %-ით გაიზარდა და დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ესაა მართლაც რეკორდული მაჩვენებელი და სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა არასდროს, ასეთი მაჩვენებელი არ ჰქონია "ნაციონალურ მოძრაობას". ასევე რუსეთის ბაზარზე შევიტანეთ 10 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო - სამჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ მესამე კვარტალში გვქონდა სერიოზული გამოცოცხლება, რაც გვაძლევს იმედს, რომ გავაკეთოთ დადებითი შეფასებები და გათვლები იყოს რეალური", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია