დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო კანონის უზენაესობით რეგიონში პირველ ადგილზეა
ავტორი:
2014/მარტი/07 16:30:03
კანონის უზენაესობის ანგარიშში საქართველო მსოფლიოს 99 ქვეყანას შორის 31-ე ადგილზეა, რეგიონში კი პირველ ადგილს იკავებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შესაბამისი 2014 წლის ანგარიში ორგანიზაცია "მსოფლიო სამართლიანობის პროექტს" ეკუთვნის.
"ანგარიშში მსოფლიოს ქვეყნებში კანონის უზენაესობის მხრივ შექმნილი მდგომარეობაა შეფასებული. 99 ქვეყანას შორის საქართველო ანგარიშში 0.6 ინდექსით 31-ე ადგილზე გავიდა. თუმცა, საკუთარ რეგიონში საქართველომ პირველი ადგილი მოიპოვა. საქართველო ორგანიზაცია "მსოფლიო სამართლიანობის პროექტის" შეფასებით, კანონის უზენაესობის მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ლიდერობს. შედარებისთვის: რუსეთი იმავე რეგიონში ბოლო, მე-13 ადგილზე იმყოფება. 0.45 ინდექსით რუსეთი მსოფლიოს 99 ქვეყანას შორის მე-80 ადგილზეა", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, რეგიონების ლიდერების სია ორგანიზაციის ანგარიშში ასე გამოიყურება: დანია (დასავლეთ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა); ურუგვაი (სამხრეთ ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები); ახალი ზელანდია (აღმოსავლეთ აზია და ოკეანია); საქართველო (აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია); შრილანკა (სამხრეთ აზია); არაბთა გაერთიანებული ემირატები (ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა).
"მსოფლიო სამართლიანობის პროექტი" დამოუკიდებელი, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს მსოფლიოს ქვეყნებში კანონის უზენაესობის პრაქტიკა გაზომოს. ამისათვის ორგანიზაცია ყოველწლიურ გამოკითხვებს ატარებს, რომელშიც 100 ათასი ოჯახი და 2 400 ექსპერტი მონაწილეობს. კანონის უზენაესობის დარგში ეს ყველაზე მოცულობით ინდექსად მიიჩნევა და ერთადერთია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უშუალო მონაცემებს ეყრდნობა", - განმარტავენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია