დაისვენე კურორტ ახალდაბაში
იან კელი - ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა
ავტორი:
2018/თებერვალი/22 16:30:02
../photo/2015_02/0-0OQT-2015/ian-keli.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479689-ian-keli-yvela-grandiozuli-gegma-futcad-chaivlis-thu-saqarthvelo-erth-rames-ver-gaithavisebs-man-unda-gaamyaros-demokratiuli-gardaqmna.html", "headline": "იან კელი - ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა...", "datePublished": "2018-02-22 12:32:36", "dateModified": "2018-02-22 12:32:36", "description": "ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა გაამყაროს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0OQT-2015/ian-keli.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ სასტუმრო "რუმსში", საქართველოში აშშ-ის საელჩოს, რონდელის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე "შემდეგი ეტაპი აშშ-საქართველოს პარტნიორობაში: დემოკრატიის კონსოლიდაცია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ბევრ მნიშვნელოვან ორიენტირს მიაღწია, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიცირება, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღება და სხვა.

იან კელიმ ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების წვლილს საქართველოს მიღწევებში და ამ კონტექსტში აღნიშნა ამერიკული ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში, განათლების სისტემაში, ჯანდაცვაში, სასამართლო სისტემაში, USAID-ის 148 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა განათლების, მართლმსაჯულების რეფორმის, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების, კარგი მმართველობის განვითარების მხარდაჭერის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.

"თუმცა ელჩობის დასასრულს, ნაკლებს ვფიქრობ იმაზე, რასაც მივაღწიეთ და უფრო მეტს იმაზე, რაც ვერ დავასრულეთ და რაც უნდა განხორციელდეს მომავალში. მინდა გავიხსენო პრეზიდენტ რეიგანის სიტყვები: „თავისუფლების შენარჩუნება ყველა თაობის საზრუნავი უნდა იყოს. მას პირდაპირ ვერ გადასცემ შვილებს. თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს“.  ზუსტად ასე დგას საკითხი საქართველოსთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალი გზა გაფართოვდა, აუცილებელია საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი დასავლეთში და მისი ტრაექტორია გახდეს ჭეშმარიტად შეუცვლელი. ჩვენ მრავალი ძალისხმევა გავწიეთ ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცეა. მათ შორისაა ჩვენი მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში. ვახორციელებთ უწყვეტი დახმარების პროგრამებს და ვცდილობთ მოვიზიდოთ ამერიკული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად. გვაქვს გაცვლითი პროგრამები, საქართველოს 5000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში, განსხვავებული თემატიკით - იქნებოდა ეს მეწარმეობა, გარემოს დაცვა, თუ პოლიტიკური ჩართულობა. ბევრ თქვენგანს, ვინც ახლა ამ დარბაზში იმყოფებით, გქონიათ ეს შესაძლებლობა. საქართველოს სხვა პარტნიორები, როგორებიცაა ევროპის კავშირი და მისი წევრი ქვეყნები, იზიარებენ ამავე მიზნებსა და ამოცანებს საქართველოსთან მიმართებაში.
თუმცა, ყველა ეს გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს. მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა. უზრუნველყოს, რომ არჩევნები გამოხატავდეს ამომრჩევლის ნებას, წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომკური ზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვით. საქართველო სწორ გზაზე რჩება, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გვაფიქრებს",- განაცხადა იან კელიმ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია