დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი - ქალთა საკითხზე, განსაკუთრებით შევიწროვების და ძალადობის მიმართულებით, კანონში მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო
ავტორი:
2018/მარტი/26 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/chugoshvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485157-thamar-chugoshvili-qaltha-sakithkhze-gansakuthrebith-shevitsrovebis-da-dzaladobis-mimarthulebith-kanonshi-meti-sickhadis-shetanaa-satciro.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი - ქალთა საკითხზე, განსაკუთრებით შევიწროვების და ძალადობის მიმართულებით, კანონში მეტი...", "datePublished": "2018-03-26 12:36:26", "dateModified": "2018-03-26 12:36:26", "description": "ქალთა თემებზე, განსაკუთრებით შევიწროვების და ძალადობის მიმართულებით, კანონის ჩანაწერებში მეტი სიცხად...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/chugoshvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქალთა თემებზე, განსაკუთრებით შევიწროვების და ძალადობის მიმართულებით, კანონის ჩანაწერებში მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, უახლოეს დღეებში არასამთავრობო და ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან გაიმართება შეხვედრა, კონსულტაციის მიზნით, რომ სწორად ჩამოყალიბდეს ნორმის შინაარსი.

„ქალთა თემებზე, განსაკუთრებით კი შევიწროვების და ძალადობის მიმართულებით, მეც ვფიქრობ, კანონის ჩანაწერებში მეტი სიცხადის შემოტანაა საჭირო. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში უფრო მკაფიო ჩანაწერებია და საჯარო მოხელეები უფრო დაცულები არიან, ვიდრე სხვა ადამიანები, რომლებიც კერძო სივრცეში საქმიანობენ. შემოსული იყო მოქალაქეების პეტიცია, რომელიც განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, მოიწონა და გადმოაგზავნა გენდერული თანასწორობის საბჭოში. ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ. საკითხი იურიდიული თვალსაზრისით მარტივი არ არის. უახლოეს დღეებში, არასამთავრობო და ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან გვექნება შეხვედრა კონსულტაციის მიზნით, რომ სწორად ჩამოვყალიბდეთ ნორმის შინაარსზე. ვერ გეტყვით პარლამენტში ამ თემას როგორი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ პირადად მე, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს მიაჩნია, რომ კანონს ნამდვილად სჭირდება დაზუსტება და შესაბამისად, არც თუ შორეულ მომავალში შესაბამისი ცვლილებების ინიციატივაც იქნება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია