დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
“ევროპული საქართველო” ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
ავტორი:
2018/თებერვალი/22 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/baxtadze4.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479595-evropuli-saqarthvelo-finanstha-ministrs-parlamentshi-ibarebs.html", "headline": "“ევროპული საქართველო” ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს", "datePublished": "2018-02-22 06:56:41", "dateModified": "2018-02-22 06:56:41", "description": "“ევროპული საქართველო” ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/baxtadze4.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “ევროპული საქართველო” ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საპენსიო რეფორმა მხოლოდ დღევანდელი პენსიონერების მოტყუებას ისახავს მიზნად და ეს საპენსიო რეფორმა უმუშევრობას გაზრდის.

“ევროპული საქართველოს” შეფასებით, საპენსიო რეფორმა გაუთვლელი და არარეალისტურია. ”ფინანსთა მინისტრმა უნდა წარმოგვიდგინოს დეტალური ანალიზი, რას ეყრდობა მთავრობის რეფორმა. საკანონდებლო პაკეტს არანაირი დასაბუთება თან არ ახლავს”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ პენსიონერებს, რომლებსაც უკვე მესამე წელია, არ ეზრდებათ პენსია, არსებული რეფორმა არაფერს აძლევს.

“საპენსიო რეფორმა ზრდის საგადასახადო წნეხს ბიზნესზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სადაც უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. განსაკუთრებით მძიმე ტვირთად საპენსიო გადასახადი მცირე და საშუალო ბიზნესს დააწვება, რომელსაც დღეს ისედაც ძალიან უჭირს არსებული ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში”, - აღნიშნა დეპუტატმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 498
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია