დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტის არჩევის წესი ასახა, თუმცა პარლამენტს ამ საკითხის განხილვის გადადებას სთავაზობს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/09 18:30:01
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/margvelashvili_621cf.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456608-giorgi-margvelashvilma-motivirebul-shenishvnebshi-prezidentis-archevis-tsesi-asakha-thumca-parlaments-am-sakithkhis-gankhilvis-gadadebas-sthavazobs.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტის არჩევის წესი ასახა, თუმცა პარლამენტს ამ სა...", "datePublished": "2017-10-09 14:38:51", "dateModified": "2017-10-09 14:38:51", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტის არჩევის წესი ასახა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/margvelashvili_621cf.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტის არჩევის წესი ასახა, თუმცა პარლამენტს ამ საკითხის განხილვის გადადებას სთავაზობს.

როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს სამომავლოდ.

”პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე მთელ ქართულ საზოგადოებასთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება. აქაც, მე გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და ერთმნიშვნელოვნად არ იქნას წარდგენილი შეთავაზება, არამედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით და გადავწყვიტოთ არა ერთი ან მეორე ფორმით, არამედ გადავდოთ მომავლისთვის. პარლამენტში წარდგენილია მოტივირებული შენიშვნები, 6-პუნქტიანი შეთავაზება. პირველი ოთხი საკითხი წარმოადგენს ”ქართული ოცნების” ვალდებულებას ვენეციის კომისიასთან, მათი საკითხებია. მე-5 საკითხი არის პოზიტიური ინიციატივა, რომელიც არაერთხელ იქნა განხილული ქართულ საზოგადოებასთან და სადაც ხმები არ იყო საკმარისი, იქ ოპოზიციის ხმები არის უზრუნველყოფილი. ერთადერთი საკითხი, რომელიც არის ოპოზიციის საკითხი, არის პრეზიდენტის არჩევის წესი და აქაც არანაირი სიხისტე არ არის გამოვლენილი. ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია