დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულიად შესაბამისი იყო
ავტორი:
2018/თებერვალი/12 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477866-eka-beselia-mautsyeblobis-shesakheb-kanonthan-dakavshirebith-gadatsyvetileba-konstituciasa-da-saerthashoriso-standartebthan-sruliad-shesabamisi-iyo.html", "headline": "ეკა ბესელია - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსტიტუციასა და საერთაშორ...", "datePublished": "2018-02-12 14:52:36", "dateModified": "2018-02-12 14:52:36", "description": "მე ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, იყო სრულიად შესაბამისი კონსტიტუციის დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მე ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, იყო სრულიად შესაბამისი კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„ვეტოს განხილვამდე ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაცია არ შემდგარა, ამიტომ ვფიქრობ, ასეთ საკითხებს ყოველთვის უფრო მეტად ეხმარება მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია და მეტი საუბარი. არასოდეს პარლამენტმა დიალოგის კარი არ უნდა მიხუროს და მივესალმები, რომ რამდენი შეხვედრაც იქნება საჭირო, იმდენი შეხვედრა და საუბარი შედგეს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გააზრებული იყოს. მე, რა თქმა უნდა, ვრჩები იმ პოზიცაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, იყო სრულიად შესაბამისი კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების. რაც შეეხება - არის საჭირო, მიზანშეწონილი არის, არ არის ან რაიმე სხვა პოზიცია, დამატებითი არგუმენტები მოვისმინოთ თუ არა - მოვისმინოთ, მე არ ვარ წინააღმდეგი და მზად ვარ, რამდენი შეხვედრაც იქნება ამ საკითხებზე, ვისაუბროთ იქამდე, ვიდრე საბოლოოდ ვეტოს თაობაზე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. დღემდე მე სხვა ახალი არგუმენტი არ მომისმენია, არც შენიშვნებში არ არის რაიმე სხვა, გარდა იმისა, რაც ჩვენ უკვე განვიხილეთ. არაფერი კანონსასწინააღმდეგო საერთაშორისო სტანდარტების კუთხით და კონსტიტუციის პრინციპებთან მიმართებაში არ არის ამ ცვლილებებში. აქ საუბარია იმაზე, უკეთესია თუ არა, მიზანშეწონილია თუ არა. მიზანშეწონილობის, ან უკეთესობის, ან სასურველობის ფორმატში, თუ კიდევ უნდა დაიგეგმოს შეხვედრა, დაიგეგმოს, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“,-განაცხადა ბესელიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია