დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - საარჩევნო ფასდაკლების პროცესი ზოგიერთ დამკვირვებელში გარკვეულ ინტერესს იწვევს ან კითხვებს ბადებს
ავტორი:
2014/ივლისი/12 14:30:02
ზოგიერთ დამკვირვებელში გარკვეულ ინტერესს იწვევს ან კითხვებს ბადებს ის ფასდაკლების პროცესი, რომელიც გამოცხადდა ქართული ბიზნესების მიერ, რაც თავისთავად ძალზე საინტერესო კონცეფციაა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ჯონათან გედესთან და ნიდერლანდების ელჩ ჰანს ჰორბახთან ერთად სოფელ ფონიჭალაში აზერბაიჯანულ 218-ე სკოლაში გახნილი 30-ე საარჩევნო უბანი დაათვალიერა. როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, საბოლოო დასკვნაში ასახული იქნება არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ წინასაარჩევნო გარემო. მისივე თქმით, საბოლოო დასკვნაში მოხდება ზოგიერთი საკითხი, რომელიც წუხილის საგანი იყო.
"მაგალითად ზოგიერთ დამკვირვებელში გარკვეულ ინტერესს იწვევს ან კითხვებს ბადებს ის ფასდაკლების პროცესი, რომელიც გამოცხადდა ქართული ბიზნესების მიერ, რაც თავისთავად ძალზე საინტერესო კონცეფციაა და რომელიც შესაძლოა, საინტერესო იყოს ამერიკულ გარემოშიც. მაგრამ ამავე დროს არ არის ნათელი საქართველოში როგორი წარმოშობის იყო, როგორ იყო ორგანიზება და ვისი ინიციატივა იყო ამ პროცესის წარმართვა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში დარღვევასთან საქმე არ გვაქვს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ.
შესაბამისი სარეკლამო რგოლები უკვე ტრიალებს. მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ. კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იანი ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებას - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფასდაკლება "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიანი ფასდაკლება "გალფსა" და "ვისოლში".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია