დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დეპუტატებს მუშაობის დროზე დაწყება თბილისშიც უჭირთ
ავტორი:
2014/სექტემბერი/04 13:00:02
დეპუტატებს მუშაობის დროზე დაწყება თბილისშიც უჭირთ. 12.00 საათისათვის დანიშნული იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების სხდომები, თუმცა დანიშნულ დროს ვერც ერთი კომიტეტის სხდომა ვერ დაიწყო, რადგან საჭირო რაოდენობის დეპუტატები არ მოგროვდნენ. კომიტეტები რამდენიმე წუთის დაგვიანებით მას შემდეგ დაიწყო, რაც კვორუმი ადგილმონაცვლე დეპუტატებით შეივსო. კომიტეტებზე, კვორუმის ადგილმონაცვლე დეპუტატებებით შევსება აპრობირებული მეთოდია ქუთაისში მდებარე პარლამენტშიც.
იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების სხდომებს არ ესწრებიან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. როგორც ამასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, მისი ოპოზიციონერი კოლეგები მაინცდამაინც არც ქუთაისში გამართულ კომიტეტის სხდომებში მონაწილეობისგან იწუხებდნენ თავს. ხმალაძის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომას არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დასწრებია, მათ შორის კომიტეტს არც ის დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებიც პლენარულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია