დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 7,5%-მა მიიღო
ავტორი:
2013/ოქტომბერი/28 13:30:02
საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 7,5%-მა მიიღო. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 34 ქვეყანაში გახსნილ 50 საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 3634 - მა ამომრჩეველმა, რაც საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 7,5 %-ს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,1%-ია. როგორც ეკა აზარაშვილმა აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით, საზღვარგარეთ ამომრჩეველთა საკმაოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.
მისივე ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ საზღვარგარეთ 18%-ს შეადგენდა. საზღვარგარეთ ამომრჩეველთა ხმების 46.99% გიორგი მარგველაშვილმა, 40.76% კი დავით ბაქრაძემ მიიღო.
ამ დროისთვის, ცესკო-ს მონაცემებით, საზღვარგარეთ არსებული 52 (მათ შორის ავღანეთი), უბნიდან დათვლილია 44 უბნის მონაცემები, რაც ხმების 84.62%-ს შეადგენს. ამასთან, ამ დროის მონაცემებით, საზღვარგარეთ ნინო ბურჯანაძემ ამომრჩეველთა ხმების 3.89%, შალვა ნათელაშვილმა - 3.66%, გიორგი თარგამაძემ კი 1.36% მოიპოვა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1300
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია