დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფო კილაძე - მუხთარლის საქმის გამოძიებას აფერხებს ისიც, რომ ქართველ სამართალდამცველებს მისი დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ
ავტორი:
2018/თებერვალი/12 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kiladze_2ed08.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477710-sofo-kiladze-mukhtharlis-saqmis-gamodziebas-aferkhebs-isic-rom-qarthvel-samarthaldamcvelebs-misi-dakithkhvis-sashualeba-ar-edzlevath.html", "headline": "სოფო კილაძე - მუხთარლის საქმის გამოძიებას აფერხებს ისიც, რომ ქართველ სამართალდამცველებს მისი დაკითხვ...", "datePublished": "2018-02-12 06:42:38", "dateModified": "2018-02-12 06:42:38", "description": "პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მუხთარლის საქმის გამოძიების ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kiladze_2ed08.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მუხთარლის საქმის გამოძიების გაჭიანურებას იმით ხსნის, რომ ქართველ სამართალდამცველებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ.

"როგორც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, არის გარკვეული შეფერხებები იმიტომ, რომ დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ ჩვენს წარმომადგენლებს და კონკრეტულად ეს აჭიანურებს ამ საქმეს. ჩვენი მხრიდან რა ნაბიჯებიც იყო გადასადგმელი საგამოძიებო კუთხით, გადადგმულია. ვიხილეთ შსს-ის შუალედური დასკვნა და ვაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას, მაგრამ ამ ეტაპზე ის არის მოცემულობა, რაც არის", - განაცხადა სოფო კილაძემ.

ამასთან, მან აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა აფგან მუხთარლის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მისი გატაცება და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაყვანა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაკვეთით მოხდა.

"ეს ბრალდებები არის აბსოლუტურად მიუღებელი პირადად ჩემთვის. ამას პოლიტიკური ელფერი დაკრავს და ალბათ, პოლიტიკური სარჩულიც აქვს. აბსოლუტურად გაუგებარი და დაუსაბუთებელი ბრალდებებია, ამიტომ ამაზე სერიოზული საუბარი ჩვენი მხრიდან უხერხულიც კი არის", - განაცხადა კილაძემ და დასძინა, რომ „გამოძიება ერთი საკითხია და ის ბრალდებები, რომლებიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხრიდან გაისმა - მეორე და ეს ორი თემა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ“.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია