დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნანა კაკაბაძე - ბათუმში დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები პოლიციამ მიაყენა
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 10:40:01
უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, ბათუმში დაკავებულ ფირუზ წულუკიძეს და მის მწვრთნელ თემურ ბახუნტარაძეს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. კაკაბაძის თქმით, გენინსპექცია უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტით. „პოლიციამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, მიაყენა ამ ადამიანებს ფიზიკური შეურაცხყოფა. არიან ნაცემები და ამიტომ არიან გადაყვანილი ქალაქის საავადმყოფოში. რაც თავისთავად იმაზე მეტყველებს რომ პოლიციამ ასეთ უღირს საქციელს მიმართა. გენინსპექცია ალბათ უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტით.“ - აცხადებს კაკაბაძე. დაკავებულების დაზიანებებზე საუბრობს ადვოკატი გია ბერიძეც. „მათ ვიზუალურად აღენიშნებათ დაზინებები. კერძოდ, ბახუნტარიძეს აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა და რამდენიმე დაზიანბეა თავის, კეფისა და მხარის არეში. ასევე დაზიანებები აქვს წულუკიძეს თავის არეში. როგორც მათ ამიხსნეს, ეს მოხდა მათი აყვანის დროს.“  - ამბობს ადვოკატი. ბათუმში დაკავებულ ფირუზ წულუკიძეს, მის მწვრთნელ თემურ ბახუნტარაძეს და მათ თანმხლებ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იუსუფ ლაკაევს ბრალს დღეს წაუყენებენ. სავარაუდოდ სასამართლო დღესვე მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზეც იმსჯელებს. შეგახსენებთ, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევმა ბათუმში პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. მათივე ინფორმაციით, ამოღებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციიდან დადგინდა, რომ თავდამსხმელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველოში არალეგალურად მყოფი, 1988 წელს დაბადებული იუსუფ ლაკაევია. თემურ ბახუნტარაძეს დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია ერთი ხელყუმბარა. ხოლო, ფირუზ წულუკიძის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი, ხის ტარით და ლითონის კონსტრუქციის სავაზნე კოლოფით, 6 სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის დანა ქარქაშებითა და ღვედებით, 2 სამხედრო შეფერილობის ზურგჩანთა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1285
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია