დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვოლსკი - დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქი საიმედო ადამიანების ხელშია
ავტორი:
2018/თებერვალი/08 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/volski_f77ae.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477216-giorgi-volski-dartsmunebith-sheidzleba-ithqvas-rom-dedaqalaqi-saimedo-adamianebis-khelshia.html", "headline": "გიორგი ვოლსკი - დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქი საიმედო ადამიანების ხელშია", "datePublished": "2018-02-08 09:28:01", "dateModified": "2018-02-08 09:28:01", "description": "დაიღალა ქალაქი არაერთი მოუწესრიგებელი საკითხით, რომელთა ირგვლივ პროფესიონალური ბჭობა მუდმივად იკარგე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/volski_f77ae.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დაიღალა ქალაქი არაერთი მოუწესრიგებელი საკითხით, რომელთა ირგვლივ პროფესიონალური ბჭობა მუდმივად იკარგება პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მერია ეკოლოგიის მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს.

როგორც ვოლსკი აცხადებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურეობის და რაც მთავარია ეკოლოგიური უსაფრთხოების თანამდროვე სტანდარტს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

„დაიღალა ქალაქი არაერთი მოუწესრიგებელი საკითხით, რომელთა ირგვლივ პროფესიონალური ბჭობა მუდმივად იკარგება პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა. თბილისელებიც და ვფიქრობ ნებისმიერი ჩვენთაგანი, ვისაც უყვარს საქართველო და მისი დედაქალაქი მხარს დაუჭერს იმ მასშტაბურ პროექტებს, რომელიც დღეს ქალაქის მერმა გაგვაცნო.

ბოლო პერიოდში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მაგრამ მემკვიდრეობით მიღებული მთავარი გამოწვევები, როგორიცაა ნაგებობათა მახინჯი იერსახე, დაბინძურებული ჰაერი, მშენებლობათა გარშემო მოშლილი მწვანე საფარი და სატრანსპორტო მოძრაობის შემზღუდვა, კვლავ სამწუხარო სინამდვილედ რჩება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მომსახურეობის და რაც მთავარია ეკოლოგიური უსაფრთხოების თანამდროვე სტანდარტს. სხვა ბევრი პრობლემაცაა ჩვენს ქალაქში, მაგრამ უკვე ამ ეტაპზე დარწმუნებით შეიძლება ითქვას იგი საიმედო ადამიანების ხელშია. როგორც ბოლო პერიოდის მოვლენებმა თუ მავანთა კომენტარებმა გვიჩვენა, ხელშეშლის მცდელობებიც სამწუხარო რეალობად რჩება. ჩვენ ყველას გვჭირდება სიცოცხლით სავსე ქალაქი, ჩვენი შვილები აქ უნდა გაიზარდონ, ჯანსაღ გარემოში, მიუხედავად იმისა თუ როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვთ მათ მშობლებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია