დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - პატრიარქმა დაგვაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის სიძლიერე
ავტორი:
2015/იანვარი/07 17:30:02
პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში გაკეთებული აქცენტებით განსაკუთრებით დაგვაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის სიძლიერე - როგორც ქვეყნის სიძლიერე, ქალის პატივისცემა და ის, რომ ეს ტრადიციაა, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას პატრიარქის საშობაო ეპისტოლე შეაფასა.
"ეპისტოლეში განსაკუთრებული ყურადღება იმას მივაქცია, რომ განსაკუთრებული აქცენტი მან ოჯახის თემაზე, ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე, ურთიერთპატივისცემასა და მოვალეობებზე გააკეთა. ძალიან საყურადღებო იყო უწმინდესის მოსაზრება ქალთა უფლებების ხელყოფის, ძალადოების ფაქტებზე, სადაც ამბობს, რომ საჭიროა მეტი დიალოგი, მეტი ღია სივრცე იმისთვის, რომ პრობლემებზე საუბრისა და გადაწყვეტის დროს გამოიძებნოს საშუალებები, ასევე თითოეული ადამიანის თვითრეალიზება საჭიროა იმისთვის, რომ ძალადობის ფაქტები აღარ იყოს და მოქალქეებს მიეცეს საშუალება იმისა, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ", - აღნიშნა ბესელიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია