დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადგილობრივი არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნით მთავრობამ საკოორდინაციო კომისია შექმნა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 11:30:03
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისია შეიქმნა. კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება მთავრობამ მიიღო.
კომისიას იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. მის საქმიანობაში ჩაერთვება თითქმის ყველა სამინისტრო, მინისტრების მოადგილეების დონეზე და საპარლამენტო ფრაქციები, ფრაქციათა თავმჯდომარეების სახით. კომისიაში ასევე იმუშავებენ: თბილისის მერის მოადგილე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თავმჯდომარე, შემოსავლების სამსახურის უფროსი და ცესკოს ხელმძღვანელი.
კომისია უფლებამოსილი იქნება დააკვირდეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობას ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესში, მათი თანამშრომლობის ხარისხს და ამომრჩეველთა მონაცემების დადგენის პროცესის მიმდინარეობას; შეიმუშაოს და წარუდგინოს რეკომენდაციები მთავრობას და ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესში მონაწილე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს; შეიმუშაოს რეკომენდაციები პრობლემურ-სადავო საკითხებზე, რომლებიც წარმოიშობა ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესში განსახორციელებელ პრაქტიკულ სამუშაოებთან დაკავშირებით; ყოველი თვის ბოლოს მოახდინოს განვლილი პერიოდის განმავლობაში ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესის შეფასება და შეიმუშაოს მომავალი პრაქტიკული სამუშაოების გეგმა.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ბიომეტრიული წესით ფორმარება იგეგმება, რაზეც საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებიც შევიდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია