დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თედო ჯაფარიძე - რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის მაღალი რანგის შეხვედრისთვის სათანადო ვითარება არ არის
ავტორი:
2014/დეკემბერი/05 19:30:01
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძის შეფასებით, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის მაღალი რანგის შეხვედრის გამართვისთვის სათანადო ვითარება არ არის.
რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობის თაობაზე სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას, ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი რანგის შეხვედრა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.
"არ მგონია, რომ დღეს, ამ მომენტისათვის, როცა ჩვენ ბატონი ლავროვისგან ამგვარ განცხადებებს ვისმენთ, სიტუაცია მისაღები იყოს – ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, რომ შეხვედრა ამგვარ დონეზე გაიმართოს. შეხვედრა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. არ მგონია, რომ დღეს რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედეგის მომტანი იყოს. მივიღოთ ფაქტად, რომ ლავროვმა ასეთი განცხადება გააკეთა. ასეთია ჩემი პირადი მოსაზრება, დაველოდოთ რა პოზიცია ექნება პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს", - განუცხადა ჟურნალისტებს თედო ჯაფარიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია