დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტი დაიწყო
ავტორი:
2018/თებერვალი/07 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/margvelashvilisaberdznetshi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477101-giorgi-margvelashvilma-saberdznethshi-sakhelmtsifo-viziti-daitsyo.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტი დაიწყო", "datePublished": "2018-02-07 17:56:44", "dateModified": "2018-02-07 17:56:44", "description": "საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტით საბერძნეთს ეწვია. პრეზიდენტის პრესსამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/margvelashvilisaberdznetshi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტით საბერძნეთს ეწვია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყება. ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ საუბარი შედგება. პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად - გაფართოებული შემადგენლობით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასს, საბერძნეთის პარლამენტის სპიკერს ნიკოს ვუცისის, ოპოზიციის ლიდერს შეხვდება, ასევე გაიმართება შეხვედრა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული სამართლის ორგანიზაციის დირექტორთან, სპირიდონ ფლოღაიტისთან. საქართველოს პრეზიდენტი ათენის უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს და ათენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია