დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საგარეო უწყების სასწავლო ცენტრს არგენტინის ეროვნული დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი ეწვია
ავტორი:
2013/ნოემბერი/04 16:30:06
საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს არგენტინის ეროვნული დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი, ხუან კარლოს ვალე რელეიჰი ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ დიპლომატებთან საუბრის თემა, არგენტინის საგარეო პოლიტიკა და არგენტინა-საქართველოს ურთიერთობები იყო. ხუან კარლოს ვალე რელეიჰამ თანამშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად სამინისტროს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელ მაია ყიფშიძეს სამახსოვრო მედალიონი გადასცა.
საქართველოს საგარეო უწყების სასწავლო ცნეტრი და არგენტინის დიპლომატიური აკადემია წელიწადზე მეტია, რაც მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობენ. მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ სასწავლო ცენტრსა და არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ეროვნულ დიპლომატიურ ინსტიტუტს შირის, გასული წლის 24 აპრილს დაიდო და ის ორმხრივ თანამშრომლობას მოიცავს. არგენტინულმა მხარემ სამინისტროს სასწავლო ცენტრს სხვადასხვა სახის ლიტერატურა გადასცა საჩუქრად.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია