დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს დელეგაციის წევრები უელსში ავღანეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ
ავტორი:
2014/სექტემბერი/04 14:00:03
უელსში საქართველოს დელეგაციის წევრები ავღანეთის თავდაცვის მინისტრს ბისმილა ხან მუჰამადის შეხვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს , შეხვედრა ავღანეთის თავდაცვის მინისტრთან უელსში, ნატო-ს სამიტის ოფიციალურ დაწყებამდე გაიმართა.
უელსში ნატო-ს სამიტი დღეს გაიხსნება. საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკვე იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია