დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მამუკა მდინარაძე - როცა ადამიანი ბრალდებებს აყენებს ვინმეს მიმართ, მასვე ეკისრება ვალდებულება, რომ ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინოს
ავტორი:
2018/იანვარი/11 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_c53fa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472565-mamuka-mdinaradze-roca-adamiani-braldebebs-ayenebs-vinmes-mimarth-masve-ekisreba-valdebuleba-rom-amis-damadasturebeli-konkretuli-mtkicebulebebi-tsaradginos.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - როცა ადამიანი ბრალდებებს აყენებს ვინმეს მიმართ, მასვე ეკისრება ვალდებულება, რომ ა...", "datePublished": "2018-01-11 04:57:08", "dateModified": "2018-01-11 04:57:08", "description": "კომპანია ”სიტროენ ჯორჯიასთან” დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ როცა ადამიანი გ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_c53fa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კომპანია ”სიტროენ ჯორჯიასთან” დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ როცა ადამიანი გარკვეულ ბრალდებებს აყენებს ვინმეს მიმართ, მასვე ეკისრება ვალდებულება, რომ ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ყველაფერს და არა პოლიტიკოსმა. მდინარაძის თქმით, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს და იქ უნდა დადგინდეს სიმართლე.

”მე არ მივეკუთვნები იმ პოლიტიკოსების კატეგორიას, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ან ყველაფერი არის ცუდად, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. რა თქმა უნდა, რაღაც ხარვეზები, გადაცდომები და შესაძლოა რიგ შემთხვევებში დანაშაულიც კი, ჯერ კიდევ ხდება, თუმცა მაქვს რწმენა, რომ აბსოლუტურად შემცირებულია. მეორეს მხრივ, კახი კალაძის გუშინდელი განცხადება ძალიან მენიშნა და კარგია, ჩვენ ნელ-ნელა უნდა წავიდეთ იმისკენ, რომ პასუხისმგებლობა თავის გაკეთებულ საქმეზე კერძო კომპანიებმაც აიღონ. მე მგონი ეს იქნება სწორი მესიჯი და ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას. მე ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, რომელსაც სხვა არანაირი ინტერესი ხელისუფლებაში ყოფნის არ გამაჩნია, თუ არა ის, რომ რადგან ამ საქმისთვის გადავდეთ თავი, ნელ-ნელა ეტაპობრივად ხარვეზი და შესაძლო დანაშაულები გამოვრიცხოთ მაქსიმალურად”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია