დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვასილ მშვენიერაძე - ანა დოლიძეს მოვუწოდებ, იყოს კორექტული - იუსტიციის საბჭოს არც ერთ მოსამართლე წევრს ჩვენი წარსულის და უკან მოხედვის არ გვრცხვენია, პირიქით, გვეამაყება
ავტორი:
2018/თებერვალი/07 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/mshvenieradze-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477053-vasil-mshvenieradze-ana-dolidzes-movutsodeb-iyos-koreqtuli-iusticiis-sabtcos-arc-erth-mosamarthle-tsevrs-chveni-tsarsulis-da-ukan-mokhedvis-ar-gvrckhvenia-piriqith-gveamayeba.html", "headline": "ვასილ მშვენიერაძე - ანა დოლიძეს მოვუწოდებ, იყოს კორექტული - იუსტიციის საბჭოს არც ერთ მოსამართლე წევრ...", "datePublished": "2018-02-07 13:17:41", "dateModified": "2018-02-07 13:17:41", "description": "ანა დოლიძე ყველანაირად ცდილობს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთოდ, სასამართლო კორპუსში პოლიტიკის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/mshvenieradze-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ანა დოლიძე ყველანაირად ცდილობს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთოდ, სასამართლო კორპუსში პოლიტიკის ელემენტები შემოიტანოს. მინდა ვაცნობო მას, რომ ეს არ გამოუვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა ვასილ მშვენიერაძემ განუცხადა. მშვენიერაძე გამოხმაურა ანა დოლიძის განცხადებებს, რომელიც მან ბოლო დღეების განმავლობაში გააკეთა. ვასილ მშვენიერაძე საბჭოს არამოსამართლე წევრის ამ განცხადებებს დემაგოგიად აფასებს. მისი თქმით, საბჭოს თითოეული მოსამართლე წევრი საკუთარი წარსულითა და რეპუტაციით ამაყობს.

"მოსამართლეები, საბჭოს წევრები და მათ შორის პირადად მეც გაღიზიანებული ვართ ანა დოლიძის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომელსაც სურს, რომ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს. ანა დოლიძე ყველანაირად ცდილობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთოდ, სასამართლო კორპუსში პოლიტიკის ელემენტები შემოიტანოს. მინდა ვაცნობო მას, რომ ეს არ გამოუვა. ასევე მინდა მოვუწოდო, რომ იყოს კორექტული და თავი შეიკავოს დემაგოგიური განცხადებების გაკეთებისგან. არც ერთ ჩვენგანს, საბჭოს მოსამართლე არც ერთ წევრს ჩვენი წარსულის, განვლილი ცხოვრების და უკან მოხედვის არ გვრცხვენია, პირიქით, გვეამაყება. აქედან გამომდინარე, ანა დოლიძეს მოვუწოდებ, რომ დემაგოგიური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს", - განაცხადა ვასილ მშვენიერაძემ.

რაც შეეხება ანა დოლიძის განცხადებას, რომ ის განახვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამს და ამაზე აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება საბჭოს მოსამართლე წევრებს, მშვენიერაძე აცხადებს, რომ ანა დოლიძის მხრიდან გაკეთებული ყველა განცხადება სასამართლო სისტემისთვის შეურაცხმყოფელია.

"მერწმუნეთ, მის მიერ გაკეთებული ყველა განცხადება არის შეურაცხმყოფელი საბჭოს მუშაობისთვის და თვით სასამართლო სისტემისთვის. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საბჭოში ყველა ერთ აზრზე ვიყოთ, ასე არ მოხდება საკითხის სწორად გადაჭრა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იგი ცდილობს ხელი შეუშალოს საბჭოს მუშაობას დემაგოგიური განცხადებებით", - განაცხადა მშვენიერაძემ.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, შესაძლოა, პარლამენტს მიმართოს, რომ არამოსამართლე წევრებზე გარკვეული ტიპის ეთიკის ნორმები გაავრცელოს, ვასილ მშვენიერაძის განცხადებით, ამ საკითხზე მოსამართლეებში გარკვეული ტიპის მოსაზრება უკვე ჩამოყალიბებულია.

”ამ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეთა კორპუსში გარკვეული ჩამოყალიბებული პოზიცია არსებობს, რომ არ შეიძლება მხოლოდ საბჭოს წევრ მოსამართლეზე ვრცელდებოდეს ქცევის კოდექსი. ის უნდა ვრცელდებოდეს საბჭოს იმ წევრებზეც, რომლებიც მოსამართლეები არ არიან. ქცევის კოდექსში, მათი ქცევის ნორმაც უნდა იყოს ჩასმული", - განაცხადა ვასილ მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გუშინ უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე განაცხადა, რომ "ზურაბ ადეიშვილის ნარჩენების მიერ არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება შეინარჩუნონ". დოლიძის ამ განცხადებას საბჭოს წევრებისა და უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 838
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია