დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრემიერი გურამ ოდიშარიას მოუწოდებს, სასწრაფოდ მოაგვაროს საყდრისთან დაკავშირებული პრობლემა
ავტორი:
2014/აპრილი/23 10:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ყველას" მოუწოდებს,  საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით სპეკულაციები დაასრულოს.
"მინდა მოგოწოდოთ, რომ ამ თემაზე სპეკულირება დაასრულოს ყველამ. აქ ცალსახად ითქვა ყველაფერი - ექსპერტებმა დადეს დასკვნა.
მე მოვისმინე თქვენი საუბარი, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო. არავის დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს მაღარო - ეს არ მტკიცდება. სამაგიეროდ, რამდენიმე თვის წინ ექსპერტების ჯგუფმა, რომელიც მუშაობდა 2 თუ 3 თვის განმავლობაში დაადასტურეს და შესაბამისი დასკვნა წარუდგინეს მთავრობას, რის შემდეგაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გაეგრძელებინა სამუშაოები RMG Gold-ს.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც წუხან - მე მესმის მათი წუხილი, რომ თითქოს ძეგლის გადარჩენას ცდილობენ. მინდა მათ შევახსენო - ამ ორგანიზაციაში დასაქმებულია 3 ათასი ოჯახი და კარგად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება მათ, თუ რაიმე შეფერხება შეექმნე აღნიშნულ კომპანიას. მინდა მოგიწოდოთ როგორც მინისტრს სასწრაფოდ მოაგვაროთ ეს პრობლემა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია