დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ასოცირების შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს
ავტორი:
2014/მაისი/14 12:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ევროკავშირთა ასოცირების შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს, - ამის შესახებ პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ განუცხადა.
"საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე. საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაზეც მოილაპარაკა ევროკავშირთან. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება 27 ივნისს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურები შეიკრიბებიან.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ არ დააკონკრეტა, თუ ვინ მოაწერს კონკრეტულად ხელს ქართული მხრიდან და არც ის, იქნება თუ არა დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტი.
პრემიერ-მინისტრის თქმით კი, ხელშეკრულებას საქართველო მოაწერს ხელს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია