დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მიქაუტაძე ანა დოლიძის განცხადებაზე - როგორც მინიმუმ არაეთიკური და შეურაცხმყოფელია, როდესაც საკუთარ კოლეგებს მოიხსენიებ „ნარჩენებად“
ავტორი:
2018/თებერვალი/06 14:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/miqautadzegiorgi_1838c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476741-giorgi-miqautadze-ana-dolidzis-ganckhadebaze-rogorc-minimum-araethikuri-da-sheurackhmyofelia-rodesac-sakuthar-kolegebs-moikhsenieb-narchenebad.html", "headline": "გიორგი მიქაუტაძე ანა დოლიძის განცხადებაზე - როგორც მინიმუმ არაეთიკური და შეურაცხმყოფელია, როდესაც სა...", "datePublished": "2018-02-06 09:57:21", "dateModified": "2018-02-06 09:57:21", "description": "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატ ანა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/miqautadzegiorgi_1838c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატ ანა დოლიძეს „შეურაცხმყოფელი და პოლიტიკური განცხადებების“ გაკეთებაში ადანაშაულებს. მიქაუტაძე ჟურნალისტებთან საუბარში ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან მოსამართლეების უვადოდ განმწესებასთან დაკავშირებით გააკეთა. ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ "ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან დღეს მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება შეინარჩუნონ".

გიორგი მიქაუტაძის თქმით, ყველა მსგავსი განცხადება საბჭოს მხრიდან ადეკვატური რეაგირების საგანი იქნება.

"როგორც მინიმუმ არაეთიკური, არაკორექტული და შეურაცხმყოფელია, როდესაც საკუთარ კოლეგებს მოიხსენიებ „ნარჩენებად“. ჩვენი ახალი წევრის მხრიდან არის მცდელობა, რომ პოლიტიკური განცხადებებით შემოიტანოს პოლიტიკური დღის წესრიგი საბჭოს მუშაობის პროცესში. თავის დროზე, ძალიან პროგრესული გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც პოლიტიკოსებისგან გათავისუფლდა საბჭო და პარლამენტის წევრები გაიყვანეს საბჭოდან. დღეს არის გარკვეული კრიტერიუმები, რის მიხედვითაც საბჭოში არამოსამართლე წევრები პარლამენტის მხრიდან ინიშნებიან და ირჩევიან. სამწუხაროდ, პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და ყველანაირად ცდილობს, რომ ასეთი პოლიტიკური განცხადებებით შეურაცხყოს თავისი კოლეგები", - განაცხადა მიქაუტაძემ.

რა არის ის მთავარი კრიტერიუმი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საბჭოს წევრი, გიორგი მიქაუტაძის თქმით, უმთავრესი მოთხოვნაა ის, რომ საბჭოს წევრი პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს.

"ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურად ძალიან აქტიური პირი საბჭოში და შედეგებიც სახეზეა. საუბარია შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე კოლეგების მიმართ. განსხვავებული მოსაზრება საბჭოში ხშირად ისმის, მაგრამ ამ შემთხვევაში, განსხვავებულ მოსაზრებაზე არ არის საუბარი" , - განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, იუსტიცის საბჭოს მდივნის განმარტებით, უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მშვიდ და საქმიან ვითარებაში მიმდინარეობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია