დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ვის გაუკვირდა, რომ მე შეწყალებაში რეკორდსმენი ვიქნებოდი?!
ავტორი:
2018/იანვარი/16 23:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/margvelashvili_ff487.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473374-giorgi-margvelashvili-vis-gaukvirda-rom-me-shetsyalebashi-rekordsmeni-viqnebodi.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - ვის გაუკვირდა, რომ მე შეწყალებაში რეკორდსმენი ვიქნებოდი?!", "datePublished": "2018-01-16 18:53:07", "dateModified": "2018-01-16 18:53:07", "description": "საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტებთან დაკავშირებულ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/margvelashvili_ff487.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტებთან დაკავშირებული კრიტიკით გაკვირვებულია.

როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ეს კრიტიკა არის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია, რომელსაც აწარმოებს ”ქართული ოცნება”.

”ვის გაუკვირდა, რომ მე შეწყალებაში რეკორდსმენი ვიქნებოდი? მე როდესაც ხმას მაძლევდნენ, ჩემი პოლიტიკური წარსული იცოდნენ?! იცოდნენ, რომ არ მომწონდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა და ვაკრიტიკებდი ბევრი წლის განმავლობაში, რადგან უამრავი პატიმარი ჰყავდათ. არ იცოდნენ, რომ ვამბობდი, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” იმიტომ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რომ ძალიან მკაცრი არის მოქალაქეების მიმართ?! ამ ფონზე ვის გაუკვირდა ჩემი რეკორდსმენობა?! ამ საარჩევნო კამპანიას ვინც აწარმოებს, რა ლოგიკით აზროვნებს ძნელია ამის განსაზღვრა. იმ ფონზე, როდესაც ვკითხულობდი, რატომ არის ამდენი პატიმარი, შემდეგ რომ პატიმრების გამოშვებას დავიწყებდი, რატომ გაუკვირდათ?! როგორც ბევრმა მათგანმა გააგრძელა მიშას ტრადიციებით, მეც თანამდებობაზე, რომ მოვიდოდი ვიქნებოდი იმით აღტაცებული, რომ ადამიანები ციხეში ისხდნენ?! ამ ფონზე მიგეგმავენ საარჩევნო კამპანიას, რომ თურმე რეკორდსმენი ვარ ადამიანების გამოშვებაში?! ეს კომიკურია. ციხეში, რომ ბულბულები სხედან, ეს მარტო კომუნისტების დროს იყო სიმღერა, ციხეში სხედან ადამიანები, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, თუ რატომ იჭერდნენ 2 ქათმის და 3 კაბელის ქურდობაზე და რატომ აძლევდნენ 20 წელს? ეგრე როგორ უნდა დაგავიწყდეს ყველაფერი, როდესაც ოპოზიციაში იყავი?”, - განაცხადა მარგველაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია