დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს
ავტორი:
2013/დეკემბერი/17 21:00:02
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სახელმწიფოებს შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ კონტექსტში დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება იმ პოლიტიკურ, თუ სამხედრო ბარიერებზე გაამახვილა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან აქვთ.
"შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის არიან ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნები, არიან ევროკავშირის წევრები და ევროკავშირის მოწინააღმდეგეები, არიან ქვეყნები, რომელთაც ერთმანეთთან გადაუჭრელი პრობლემები აქვთ, არიან ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ბევრ საკითხში არ ეთანხმებიან. მიუხედავად ამისა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში არის გააზრება იმისა, რომ მაინც საჭიროა ურთიერთობა, საჭიროა ინფრასტრუქტურული პროექტები, საჭიროა მეტი ინფორმაცია ერთმანეთის კულტურის და ყოფის შესახებ და შესაბამისი გაცვლითი პროგრამები, საჭიროა შესაბამისი გაცვლითი პროგრამები. საჭიროა საგანმანათლებლო სფეროში მეტი ურთიერთდახმარება იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა უფრო განათლებულებმა შეძლონ იმ პრობლემების მოგვარება, რაც დღევანდელ ვითარებაში შავი ზღვის გარშემო მყოფ ქვეყნებს არ აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ერთმანეთის პოტენციალი. ძალიან ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური, სამხედრო და კიდევ სხვა ბარიერებია აღმართული ქვეყნებს შორის, რაც ხელს უშლის ეკონომიკურ განვითარებას", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
თბილისში ხვალ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 42-ე პლენარული სესია გაიხსნება. სესიას გახხსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ამავდროულად ასამბლეის პრეზიდენტია. ასევე გახსნაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მოლდოვას პარლამენტის სპიკერი იგორ კორმანი.
PABSEC-ს ამჟამად საქართველო ხელმძღვანელობს. 42-ე სესიის ფარგლებში კი საქართველო თავმჯდომარეობას როტაციის წესით საბერძნეთს გადასცემს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია