დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - მოხარული ვარ, რომ ლორა თორნტონმა თავისი გამონათქვამი შეასწორა - ირაკლი მეზურნიშვილს მადლობას გადავუხდი, რომ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა
ავტორი:
2018/იანვარი/30 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze_d8cde.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475518-irakli-kobakhidze-mokharuli-var-rom-lora-thorntonma-thavisi-gamonathqvami-sheastsora-irakli-mezurnishvils-madlobas-gadavukhdi-rom-problemaze-yuradgheba-gaamakhvila.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - მოხარული ვარ, რომ ლორა თორნტონმა თავისი გამონათქვამი შეასწორა - ირაკლი მეზურნიშვილ...", "datePublished": "2018-01-30 10:02:16", "dateModified": "2018-01-30 10:02:16", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოხარულია, რომ NDI-საქართველოს ოფისის ხელმძღვანე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze_d8cde.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოხარულია, რომ NDI-საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა თავისი გამონათქვამი შეასწორა, დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილს კი პრობლემაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობას უხდის.

"მე მოხარული ვარ, რომ NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა დღეს შეასწორა თავისი გამონათქვამი. მადლობას გადავუხდი ირაკლი მეზურნიშვილს იმისთვის, რომ მან პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი იდგეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ასევე, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ინტერესების სადარაჯოზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა გუშინ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ლორა თორნტონის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას მეზურნიშვილი პრესკონფერენციით გამოეხმაურა. საუბარია ლორა თორნტონის მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე: ”გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, - დაწერა ლორა თორნტონმა Facebook-ის პირად გვერდზე.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 593
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია