დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნია - ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პოლიტიკური კორუფციის რისკები გამოირიცხება
ავტორი:
2014/მარტი/07 12:30:03
სამთვიანი ბრძოლა ღირდა იმად, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილიყო თანახმა, ჩვენს მიერ შედგენილი ბიუჯეტისთვის მხარი დაეჭირა. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს წევრმა ზაზა გაბუნიამ გააკეთა.
როგოც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, მათი პროექტის მიხედვით, გამოირიცხება პოლიტიკური კორუფციის რისკები და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გაიგოს თითოეული ლარი საბიუჯეტო რესურსიდან სად წავა.
"ჩვენი პროექტის მიხედვით, გამოირიცხება პოლიტიკური კორუფციის რისკები, გამოირიცხება შესაძლებლობა, რომელიმე პარტიამ, ამ შემთხვევაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" საბიუჯეტო რესურსი ხარჯოს პატრიული ინტერესებისთვის. ამ პროექტის საშუალებით შესაძლებელი იქნება, რომ არა მხოლოდ საკრებულოს წევრმა, არამედ ყველა დაინტერესებულმა მოქალაქემ პროექტის განხორციელებამდე თანხის დახარჯვამდე გაიგოს, ყოველი ლარი საბიუჯეტო რესურსიდან სად წავა", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, საკრებულოს ამოცანაა, რომ ყველა პროექტი, რომელიც განხორციელებული იქნება თბილისის მერიის მხრიდან, შეთანხმებული იქნება საკრებულოსთან, საკრებულომ კი მხარი უნდა დაუჭიროს პროექტს, შემდგომ კი დააკვირდეს ამ პროექტის განხორციელებას. როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტში ჩაიწერება ის, რისი ჩაწერაც საბიუჯეტო კოდექსით არის შესაძლებელი.
თბილისის საკრებულო დღეს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს. ბიუჯეტის პროექტზე მოლაპარაკებები თბილისის საკრებულოში მერიის წარმომადგენლებთან წუხელ, 02.00 საათამდე გაგრძელდა. დედაქალაქის ბიუჯეტის ძირითად ნაწილზე მერია და საკრებულო შეთანხმდა.
2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში სამჯერ "ჩავარდა". ბიუჯეტის ალტერნატიულ პროექტზე, რომელიც თბილისის საკრებულომ მოამზადა, დეპუტატები დღეს იმსჯელებენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია