დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გარემოს დაცვის სამინისტროში მოსწავლეები დააჯილდოეს
ავტორი:
2014/აპრილი/10 22:00:02
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სოლიკო ვირსალაძის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომლებმაც მონაწილეობა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ ნახატების კონკურსის "წყლის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში" მონაწილეები სპეციალური პრიზებითა და სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა.
სამინისტროს ინფორმაციით, წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ აქციაში სოლიკო ვირსალაძის სამხატვრო ხელოვნების სკოლის 20-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ნახატების კონკურსში მონაწილეთა ნამუშევრები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდებზე აიტვირთა. 10 დღის განმავლობაში დაგროვილი "მოწონებების" რაოდენობის მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდა.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია