დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლიტვის პრემიერი - ლიტველებს და ქართველებს სისხლში აქვთ დამოუკიდებლობისკენ, დემოკრატიისკენ სწრაფვა და ეს კიდევ უფრო გვაერთიანებს
ავტორი:
2018/იანვარი/29 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/litva.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475258-litvis-premieri-litvelebs-da-qarthvelebs-siskhlshi-aqvth-damoukideblobisken-demokratiisken-stsrafva-da-es-kidev-ufro-gvaerthianebs.html", "headline": "ლიტვის პრემიერი - ლიტველებს და ქართველებს სისხლში აქვთ დამოუკიდებლობისკენ, დემოკრატიისკენ სწრაფვა და...", "datePublished": "2018-01-29 07:43:20", "dateModified": "2018-01-29 07:43:20", "description": "საქართველო-ლიტვის დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/litva.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველო-ლიტვის დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურება განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთელ გაუსვეს ხაზი არსებულ პოზიტიურ დინამიკას.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, წელს თქვენი სახით ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ სახელმწიფოს მეთაურს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თქვენი და თქვენი დელეგაციის სტუმრობა საქართველოში. თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერს. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. სასიხარულოა, რომ გასულ წელს დაფიქსირდა მზარდი დინამიკა ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა ლიტვის პრემიერმა.

"ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში სტუმრობა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები არ არის უბრალოდ ფორმალური, ეს არის ნამდვილი მეგობრული ურთიერთობებია, რომლებიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ეფუძნება საერთო ტრადიციებს. ლიტველებს და ქართველებს განსაკუთრებული გრძნობები აკავშირებთ ერთმანეთთან. ჩვენს ერებს სისხლში აქვთ სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და დემოკრატიისკენ და ეს კიდევ უფრო გვაერთიანებს. ჩვენ ასევე გვაერთიანებს ჩვენი საერთო მიდგომა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი და საერთო გამოწვევები. ჩვენი ერები მტკიცედ იცავენ კანონის უზენაესობის პრინციპებს. ლიტვა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე ნატო-ს სტრუქტურებში ინტეგრაციას. გარდა ამისა, ლიტვა ყოველთვის უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩემი მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან გულწრფელი და სანდო მეგობარი", - განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია