დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი შვედეთის პარლამენტის მესამე ვიცე-სპიკერს შეხვდა
ავტორი:
2018/აპრილი/13 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/chugoshvili_5953c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487962-thamar-chugoshvili-shvedethis-parlamentis-mesame-vice-spikers-shekhvda.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი შვედეთის პარლამენტის მესამე ვიცე-სპიკერს შეხვდა", "datePublished": "2018-04-13 17:38:39", "dateModified": "2018-04-13 17:38:39", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/chugoshvili_5953c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის პარლამენტის მესამე ვიცე-სპიკერს იზაბელ დინგიზიანს შეხვდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრამდე იზაბელ დინგიზიანმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა, გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა და წეროვანში, ქალების სოციალური საწარმო მოინახულა.

შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მასპინძლობს და შეხვედრის მთავარი თემა თანასწორობა და ქალთა უფლებები იყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, იზაბელ დინგიზიანმა თამარ ჩუგოშვილს ის ასწლიანი გზა გააცნო, რომელიც შვედეთმა თანასწორობის მისაღწევად გაიარა. თუმცა, მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ განვითარების მიუხედავად, ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია კვლავ რჩება ბევრი ქვეყნის საერთო პრობლემად.

თამარ ჩუგოშვილმა სტუმარს გააცნო გენდერული თანასწორობის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოწვევები, რომელთა გადალახვაზეც მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების როლს და ამ მხრივ, დინგიზიანმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს.
იზაბელ დინგიზიანმა აღნიშნა, რომ შვედეთში გენდერული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია გენდერული სტატისტიკა და სწორედ სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს რეალურ უთანასწორობას ქალებსა და კაცებს შორის.

შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოში ვიზიტს ხვალ დაასრულებს და თამარ ჩუგოშვილთან ერთად კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯს ფერმერ ქალებთან შესახვედრად ეწვევა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია