დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი აბაშიშვილი - ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა
ავტორი:
2018/იანვარი/25 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/abashishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474708-giorgi-abashishvili-irakli-leqvinadzis-biznesombudsmenad-danishvna-shesanishnavi-gadatsyvetilebaa.html", "headline": "გიორგი აბაშიშვილი - ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა", "datePublished": "2018-01-25 07:39:26", "dateModified": "2018-01-25 07:39:26", "description": "ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა არის შესანიშნავი გადაწყვეტილება - ასე აფასებს საქართველ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/abashishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა არის შესანიშნავი გადაწყვეტილება - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძის დანიშვნის თაობაზე.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ბიზნესმენები ირაკლი ლექვინაძეს კარგად იცნობენ და შესაბამისად დიდი იქნება ბიზნესმენების ნდობა მისადმი.

”მე ვფიქრობ, რომ ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა არის შესანიშნავი გადაწყვეტილება. მინდა მივესალმო პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას. ირაკლი ლექვინაძე არის ძალიან კვალიფიციური ეკონომისტი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესთან. მას აქვს როგორც პრაქტიკული, ასევე აკადემიური გამოცდილება ამ კუთხით.

ბიზნესმენები ლექვინაძეს ძალიან კარგად იცნობენ და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მის მიმართ ბიზნესმენების ნდობა ძალიან დიდი იქნება. ირაკლი ლექვინაძემ კარგად იცის ბიზნესში არსებული ყველა ტიპის პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესმენებისთვის ირაკლი იქნება ძირითადი პარტნიორი, რომელიც ყველა ტიპის პრობლემას გადაწყვეტს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ყოფილი ვიცე-მერი, ირაკლი ლექვინაძე დანიშნა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ირაკლი ლექვინაძე იქნება ბიზნესის ხმა მთავრობაში.
ირაკლი ლექვინაძე ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია