დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა ბიბილაშვილი - ომბუდსმენი პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს, მაგრამ პირობა მოგვცა, რომ ყველა საქმეს შეისწავლის
ავტორი:
2018/იანვარი/18 14:00:01
../photo/2015_02/0-0OQT-2015/bibilashvili-zaza-rustavi-ori-27.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473712-zaza-bibilashvili-ombudsmeni-politikur-ganckhadebebs-ver-gaakethebs-magram-piroba-mogvca-rom-yvela-saqmes-sheistsavlis.html", "headline": "ზაზა ბიბილაშვილი - ომბუდსმენი პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს, მაგრამ პირობა მოგვცა, რომ ყველა ...", "datePublished": "2018-01-18 10:06:04", "dateModified": "2018-01-18 10:06:04", "description": "სახალხო დამცველი პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს, მაგრამ პირობა მოგვცა, რომ ყველა საქმეს შეისწ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0OQT-2015/bibilashvili-zaza-rustavi-ori-27.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახალხო დამცველი პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს, მაგრამ პირობა მოგვცა, რომ ყველა საქმეს შეისწავლის და ადეკვატურ სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს საჯაროდ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა სახალხო დამცველთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნინო ლომჯარიას გადასცეს ყველა ის მასალა, რომელიც ამ ეტაპზე მათ ხელთ ჰქონდათ.

„სახალხო დაცველს ვესაუბრეთ იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ასევე ვესაუბრეთ ძალიან კონკრეტულ პრობლემებზე, ოპოზიციის პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიებზე. გადავეცით ყველა ის მასალა, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არის. ეს არაა ბრძოლა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაა“, ეს არაა ბრძოლა, რომელშიც რომელიმე ერთი კონკრეტული პარტიაა, ეს არის საქართველოს ყველა კანონმორჩილი მოქალაქის ბრძოლა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს სასამართლო, რომ ამ ქვეყანაშიც არსებობდეს მომავლის განცდა და მომავლის იმედი კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის, ანუ საქართველოში დასრულდეს ივანიშვილის კლანური და კორუმპირებული მმართველობა“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

დღეს სახალხო დამცველის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნინო ლომჯარიას მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით შეხვდნენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია