დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუკავა ბიუჯეტში ჩადებული ათი მილიონის სწორად გადანაწილების აუცილებლობაზე საუბრობს
ავტორი:
2014/მაისი/07 18:00:02
თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, სხდომაზე თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა და პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიაში წარდგენილი განცხადებები განიხილეს.
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ინიციატივით, დედაქალაქის ბიუჯეტში ათი მილიონი ლარი ჩაიდო.
როგორც კახა კუკავამ განაცხადა, აღნიშნული თანხა მეწარმეებისათვის მცირე მოცულობის სესხებს წარმოადგენს და ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა ამ თანხების სწორად დახარჯვაა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, საქართველოში ადრეც არსებობდა ამ სახელწოდების ფონდები, მაგრამ შეღავათიან კრედიტებს იღებდნენ მხოლოდ მაღალი ფინანსური მდგომარეობის მქონე პირები და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.
კახა კუკავას თქმით, აუცილებელია სესხები რეალურად მიიღონ იმ მცირე მეწარმეებმა, რომლებსაც უჭირთ ადაპტაცია არსებული საკრედიტო სისტემის პირობებში და ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა გახსნან ავტოსამრეცხაოები, საცხობები და სხვა ისეთი ობიექტები, რომელიც შემდგომ რამდენიმე ადამიანს დაასაქმებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1077
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია