დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ტყემალაძე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა
ავტორი:
2018/იანვარი/18 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/tyemaladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473703-giorgi-tyemaladze-saqarthveloshi-somkhethis-elchs-shekhvda.html", "headline": "გიორგი ტყემალაძე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა", "datePublished": "2018-01-18 09:40:08", "dateModified": "2018-01-18 09:40:08", "description": "თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/tyemaladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რუბენ სადოიანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, დედაქალაქის საკრებულოში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გიორგი ტყემალაძემ და რუბენ სადოიანმა თბილისსა და ერევანს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სომხეთის ელჩს თბილისში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო შეხვედრებზე უკვე კონკრეტული, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელებენ.

თავის მხრივ, რუბენ სადოიანმა მზაობა გამოთქვა, რომ თბილისსა და ერევანს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას და ორ ქალაქს შორის ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრას საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძეც ესწრებოდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია