დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
ავტორი:
2018/ივნისი/16 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/giorgadzesportsmenebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498913-19-tslamdel-tsyalburtheltha-nakrebi-evropis-chempionatze-ithamashebs.html", "headline": " 19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს", "datePublished": "2018-06-16 12:05:13", "dateModified": "2018-06-16 12:05:13", "description": "საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/giorgadzesportsmenebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ბულგარეთში გაიმართა, სადაც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გალაკტიონ ლაითაძის მიერ მომზადებულმა გუნდმა ა ჯგუფში წარმატებით იასპარეზა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გერმანიას 6:5 მოუგო. გათამაშების მეორე ტურში ჰოლანდიასთან ფრედ 7:7 ითამაშა, ხოლო მასპინძელი ბულგარეთი 15:4 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან საქართველო ჰოლანდიასთან ერთად გავიდა.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდები, სულ 16 ნაკრები მიმდინარე წლის 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ბელარუსში შეიკრიბებიან. ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე ქვეჯგუფში უნგრეთის, იტალიისა და საფრანგეთის ასაკობრივი გუნდები იქნებიან.

19-წლამდელთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ შალვა გოგოლაძესთან ერთად საცურაო აუზ ოლიმპიკის ბაზაზე შეხვდა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა და ფინალურ ეტაპზე წარმატება უსურვა. ოლიმპიკის აუზზე სტუმრებს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით რურუამ და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა უმასპინძლეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია