დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კახიანი „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატების განცხადებაზე - ის, რომ სახელმწიფო ტენდერების საკითხზე რაიმე დაპირისპირება არსებობს, ხმამაღალი ნათქვამია
ავტორი:
2018/იანვარი/09 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kaxiani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472336-giorgi-kakhiani-sitroen-jorjias-advokatebis-ganckhadebaze-is-rom-sakhelmtsifo-tenderebis-sakithkhze-raime-dapirispireba-arsebobs-khmamaghali-nathqvamia.html", "headline": "გიორგი კახიანი „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატების განცხადებაზე - ის, რომ სახელმწიფო ტენდერების საკითხზე რ...", "datePublished": "2018-01-09 13:02:55", "dateModified": "2018-01-09 13:02:55", "description": "ის, რომ სახელმწიფო ტენდერების საკითხზე რაიმე დაპირისპირება არსებობს, ხმამაღალი ნათქვამია, - ამის შეს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kaxiani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ის, რომ სახელმწიფო ტენდერების საკითხზე რაიმე დაპირისპირება არსებობს, ხმამაღალი ნათქვამია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატების მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით განუცხადა.

“არ მგონია აქ რაიმე დაპირისპირებაზე იყოს საუბარი. თუკი ვინმეს ტენდრების კანონიერების მხრივ რაიმე ეჭვი ეპარება, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები არსებობს. ვისაც ტენდერებთან დაკავშირებით კითხვები გააჩნია, სწორედ სამართლებრივ გზას უნდა გაუდგეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

„სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატების ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დგინდება, რომ მთავრობის ყოფილი წევრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიამ 8-მილიონიანი სახელმწიფო ტენდერი მოიგო.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გია გაჩეჩილაძემ(უცნობმა) განაცხადა, რომ თბილისში ალბათ ადამიანი არ არის დარჩენილი ვინც შეიძლება არ იცოდეს, თუ რა ხდება სახელმწიფო ტენდერებში.
„ეს არ არის ყურით მოთრეული თემა. მე უბრალოდ ამას შევეჯახე, შევისწავლე და მივხვდი, რომ ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. ერთი და იგივე ადამიანების ჯიბეებში ნაწილდება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები, რომელიც ზედმეტობით გააქვთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა ადამიანები რჩებიან ისევ ისე მშივრები და გაძვალტყავებულები. ეს თანხები უნდა გადანაწილდეს ხალხზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვებზე დადებული დასკვნა ადასტურებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში სერიოზულად მოეკიდნენ ამ საკითხს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 580
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია