დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - შეშფოთებულები ვართ ძალადობით, რომელშიც ჩართული არიან ისრაელის ძალები და "ჰამასი"
ავტორი:
2014/ივლისი/09 11:00:03
უკიდურესად შეშფოთებულები ვართ, ძალადობის იმ სპირალით, რომელშიც მონაწილეობენ და ჩართული არიან ისრაელის ძალები და "ჰამასი" , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ისრაელში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, სარაკეტო შეტევა მოხდა და, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ აღნიშნეს, მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ კარგად გაიაზროს თუ საითკენ შეიძლება წავიდეს მოვლენები და უარი თქვას, ძალადობის ამ სპირალზე.
გუშინ "ჰამასის" ”ბოევიკებმა” ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და დაახლოებით 120 რაკეტა გაუშვეს. ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო ავიაშეტევას სულ მცირე 27 პალესტინელი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია